ინდური ცეკვის და ინდური ენის (ჰინდი) შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
36 98 59
ცეკვა - 10 ლ
ენის შესწავლა 50 ლ


пятница, 6 мая 2011 г.

შეხვედრა სამედიცინო უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ერთმანეთს შეხვდნენ ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი აჩალ კუმარ მალჰოტრა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობთა დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ინდოეთს შორის საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთთანამშრომლობაზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრიორიტეტებზე, უნივერსიტეტში არსებულ უცხოენოვან სექტორზე და მათ სასწავლო პროგრამებზე.
ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი აჩალ კუმარ მალჰოტრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოენოვანი სექტორის ინდოელ სტუდენტებს შეხვდა და გაესაუბრა.
უნივერსისტეტში “უცხოელ სტუდენტთა საერთაშორისო ფესტიველის” ფარგლებში, კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს, როგორც უცხოელმა, ასევე ქართველმა სტუდენტებმა.

Комментариев нет:

Отправить комментарий