ინდური ცეკვის და ინდური ენის (ჰინდი) შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
36 98 59
ცეკვა - 10 ლ
ენის შესწავლა 50 ლ


четверг, 21 апреля 2011 г.

რამაიანას ქართული თარგმანის პრეზენტაცია

18 აპრილს თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართა ინდოელი პოეტისა და მოაზროვნის ვალმიკი მუნის შედევრის ,,რამაიანას” ქართული თარგმანის პრეზენტაცია. წიგნი გამოიცა ინდოეთის საელჩოს დაფინანსებით.
ეს უნიკალური გამოცემა სანსკრიტიდან თარგმნა თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა, ინდოლოგმა, ქალბატონმა მერი ასათიანმა.
წიგნის ილუსტრაციები ეკუთვნის რუსუდან ფეტვიაშვილს.
როგორც ქ–ნმა რუსუდანმა პრეზენტაციაზე თქვა: "რამაიანა ბავშვობიდანვე წარმოადგენდა მის საყვარელ ნაწარმოებს და ჯერ კიდევ წლების წინ შეიქმნა ის ილუსტრაციები რომელიც ამჟამად რამაიანს წიგნში შევიდა.
პრეზენტაციაზე უნივერსიტეტში ერთი დღით გამოფენილი იყო რუსუდან ფეტვიაშვილის 8 ნამუშევარი.
ჯერჯერობით თარგმანის გაცნობა მხოლოდ „თავისუფალი უნივერსიტეტის“ ბიბლიოთეკაშია შესაძლებელი.



აქვე მინდა ორიოდ სიტყვით "რამაიანას" შესახებ გითხრათ.
როგორც ვიცით ინდოელებმა ორი დიდი ეპოსი აჩუქეს მსოფლიოს – "მაჰაბჰარატა" (ამბავი დიდი ბჰარატებისა) და "რამაიანა" (რამას თავგადასავალი).
ორივე მსოფლიო ლიტერატურის ოქროს ფონდშია შესული და ორივე ჩვ.წ.აღ.-მდე პერიოდს მიეკუთვნება.
ინდოელთა რელიგიაში – ჰინდუიზმში, მთავარია ტრიადა –ბრაჰმა (სამყაროს შემქმნელი), შივა (ძლიერებისა და ნგრევის ღმერთი) და ვიშნუ (სიკეთისა და აღმშენებლობის ღმერთი). როდესაც ადამიანებს გაუჭირდებოდათ ან დედამიწაზე ბოროტება იმძლავრებდა, ვიშნუ ცხოველის ან ადამიანის ფორმას მიიღებდა და ადამიანთა მოდგმას ეხმარებოდა. ვიშნუს ერთ-ერთი გარდასახვაა – რამა.
რამა ისევე პოპულარულია ინდოეთში, როგორც წმინდა გიორგი საქართველოში.
ეპოსში რამა წარმოსადეგი ვაჟკაცია, ძლიერი, კეთილი, პატიოსანი, უებრო მშვილდოსანი და სწორუპოვარი მეომარი. იგი სამაგალითო მიჯნური და შესანიშნავი მეუღლეა, ქვეშევრდომებისთვის – საყვარელი პატრონი და მეომრებისთვის – დაუმარცხებელი წინამძღოლი. რამა აღმერთებს მშობლებს, მამის სიტყვა მისთვის კანონია.
ფერი ფერსა – მადლი ღმერთსაო, რამაზე და სიტაზეა ნათქვამი. სიტა თავისი სილამაზით, კდემამოსილებით, ერთგულებითა და უდრტვინველი ხასიათით აჯადოებს გარშემომყოფთ. მეუღლე მისი სალოცავი ხატია, მისთვის იტანს უამრავ გასაჭირს და გვერდს უმშვენებს სამეფო ტახტზე.
რამაიანა თაობიდან თაობებს ზეპირად გადაეცემოდა ინდოეთში და ხალხს აღაფრთოვანებდა ეპოსის სიუჟეტი. ბედნიერი სამეფო ოჯახი, შურით გამოწვეული ოჯახური ტრაგედია, უფლისწულების ფათერაკებით აღსავსე ცხოვრება, საყვარელი ცოლის დაკარგვით გამოწვეული ენით გამოუთქმელი დარდი, ცოლის დასახსნელად გადახდილი საარაკო ბრძოლები, სიკეთის (რამას სახით) გამარჯვება ბოროტებაზე და ბედნიერი დასასრული.
“რამაიანა” ისევე, როგორც სხვა გენიალური ქმნილებები, გასცდა ეროვნულ ჩარჩოებს და იგი კაცობრიობის საკუთრებად იქცა.































1 комментарий:

  1. Спасибо! Очень понравился. Молодцы.С уважением Ламара Брегвадзе ,Президент Клуб активных пенсионеров ИМПУЛС!

    ОтветитьУдалить